რეზონანსი
18.10.2020

ქვეყანაში ვირუსის მაჩვენებლები კრიტიკულ ზღვარს მოუახლოვდა. ოთხნიშნა მონაცემებით საქართველო მსოფლიო ქვეყნებს შორის, უკვე 91-ე ადგილს იკავებს. ახლა უკვე საფრთხე დედაქალაქშიც არის.

თბილისში კორონავირუსის გავრცელებამ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასშტაბური სახე მიიღო. დაიხურა პირველი ექსპერიმენტული სკოლა, კოვიდინფქციის გამო დაიხურა 117-ე საჯარო სკოლაც. ვირუსი დადასტურდა 147-ე საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

"კურიერის" ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდათ შს სამინიტროს თანამშრომლებს. კერძოდ ზუგდიდში სამხარეო საპატრულო პოლიციის და მთავარ სამმართველოში რამდენიმე პირს. 

ცხელი წერტილი ისევ აჭარის რეგიონია, სადაც დღეს კორონავირუსი ლაბორატორიულად 343 პირს დაუდასტურდა. საქართველოში დღეს კოვიდინფექციას 8 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი ასაკი 60-დან 88 წლამდე იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გიო   (18.10.2020)
დამპალო ოცნება იღონე რამე მიიღე ზომები როგორც წინაზე დამპლებო წირავთ ხალხს უვარგისებო


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×