რეზონანსი
18.10.2020

თბილისის 55-ე სკოლა განცხადებას ავრცელებს.

როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„55-ე სკოლის სასკოლო საზოგადოებას, მოგესალმებით,

ჩვენი სკოლის პირველკლასელ მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდ ვირუსი. მშობლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ვირუსი მიმდინარეობს უსიმპტომოდ. მოსწავლე იმყოფება სახლში, თვითიზოლაციაში. თავს გრძნობს კარგად. დადასტურებული შემთხვევა ჯერჯერობით უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

შესაბამის უწყებებთან კონსულტაციის საფუძველზე, მიღებულია გადაწყვეტილება: 1(ა) კლასი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე - 28 ოქტომბრის ჩათვლით. დისტანციურ მომსახურებაზე გადავა რესურს ოთახიც. დისტანციურ სწავლებაზე ასევე გადავა 5(ა) კლასი, რომელიც პირველ ცვლაში სარგებლობდა აღნიშნული ოთახით.

ყველა რეკომენდაციით დანარჩენი კლასები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას.

გათვალისწინებული იქნება მშობლების სურვილიც, მათი შვილების დისტანციურ სწავლაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

ცვლილებების შემთხვევაში ინფორმაციას მოგაწვდით მყისიერად და განვათავსებთ სკოლის გვერდზე.

ვუსურვოთ ჩვენს მოსწავლეს გამოჯანმრთელება. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას“- წერია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ლუკა   (19.10.2020)
გამოცხადდეს კარანტინი ყველა საჯარო სკოლაში პატარა ქვეყანა ვართ. სტატისტიკა საგანგაშოა


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×