რეზონანსი
19.10.2020

ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის ფონზე, სოციალურ ქსელში ექიმ სოფო ბერიძის მიმართვა ვრცელდება, სადაც ჩამოთვლილია ის ჯგუფები, რომლებსაც დადასტურებული დაავადების დროს, ყოველგვარი სიმპტომების გარეშეც კი, ესაჭიროებათ საავადმყოფოში მკურნალობა:

„ყურადღება! გთხოვთ გაეცნოთ და გადასცეთ სხვებს!

დადასტურებული დაავადების დროს, ყოველგვარი სიმპტომების გარეშეც კი, თქვენ გესაჭიროებათ საავადმყოფოში მკურნალობა, თუ:

ხართ 60 წლის და მეტი ასაკის პირი!

გაქვთ შაქრიანი დიაბეტი!

გაქვთ მკვეთრად გამოხატული სიმსუქნე!

გაქვთ თირკმლის ქრონიკული დაავადება(თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ჰემოდიალიზი..!

გაქვთ ღვიძლის ქრონიკული დაავადება(ციროზი, ჰეპატიტი და ა.შ.)!

გაქვთ გულის ქრონიკული დაავადება (გულის იშემიური დაავადება, გადატანილი ინფარქტი სტენტირება, შუნტირება, გულის უკმარისობა)

ფილტვის ქრონიკული დაავადება (ასთმა, ფქოდი)

ხართ ე.წ. იმუნოკომპრომიტებული პირი, რაც ნიშნავს, რომ გაქვთ სუსტი იმუნიტეტი სხვადასხვა მიზეზის გამო – უხშირესად ეს მიზეზებია:

ონკოლოგიური დაავადება, ჰორმონების ხანგრძლივი მოხმარება, ქიმიოთერაპია, აივი, შიდისი, თამბაქოს მოხმარება და სხვა

ასევე საავადმყოფოში დაუყოვნებელი მოთავსება ესაჭიროება ყველა პირს, რომელსაც აღენიშნება:

ძლიერი ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში ან მკვეთრად გაძნელებული სუნთქვა;

ჰემოფტიზი (სისხლიანი ხველა);

სახის ან ტუჩების ციანოზი(სილურჯე)

შემცივნება ფერმკრთალი ნამიანი ან აჭრელებული კანის ფონზე;

სინკოპე (გულის წასვლა);

მწვავე კონფუზია(მწვავედ განვითარებული დაბნეულობა, დროსა და სივრცეში გაურკვევლობა)

ძილიანობა და შეფხიზლების გაძნელება;

შარდის გამოყოფის შემცირება ან არარსებობა.

თუ მიეკუთვნებით ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ჯგუფს, გამოიყენეთ ყველა შესაძლო ბერკეტი საავადმყოფოში დროულად მოსახვედრად!

გახსოვდეთ – კარგი გამოსავალი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოხვდებით კლინიკაში – იქ ექიმები ყველაფერს გააკეთებენ თქვენს გადასარჩენად!

თუ არ მიეკუთვნებით ზემოთ ჩამოთვლილ არცერთ ჯგუფს, არ გაქვთ საშიში სიმტომები და თავს გრძნობთ კარგად – ნუ დაიკავებთ სხვის ადგილს კლინიკაში და სასწრაფო დახმარების მანქანაში – გახსოვდეთ ამით თქვენ უფრთხილდებით სხვების სიცოცხლეს!” - წერს ექიმი სოფო ბერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ლუკა   (19.10.2020)
კარანტინი გამოცხადდეს


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×