რეზონანსი
19.10.2020

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 121.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2 403.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.1 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 5 717.6 მლნ. აშშ დოლარს (15.9 პროცენტით ნაკლებია).

საქსტატის ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარსექტემბერში, 3 314.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია.

ამასთან, იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა – 541.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 304.2 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 180.3 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის ინფორმაციით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 560.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 415.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 366.6 მლნ. აშშ დოლარით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×