რეზონანსი
19.10.2020

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარ "სათნოების სავანეში" კორონავირუსით 12 ბენეფიციარი დაინფიცირდა. მათგან, მსუბუქი სიმპტომების გამო 9 მათგანი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს, სამი კი კოვიდმიმღებ კლინიკაში.

"სათნოების სავანეში" 120 ბინადარია, მათგან 70-მა უკვე დაამარცხა კოვიდინფექცია.

"ახლა არის 12 მობინადრე, რომელიც არის კლინიკაში და არის სასტუმროში, ხოლო 70 მობინადრე გამოჯანმრთელებულია, დაწესებულებაში დაბრუნებული არიან და ჩვეულებრივ განაგრძობენ ცხოვრების წესს. მძიმე არც ერთი არ არის, რაიმე კრიტიკულ მდგომარეობაში. სამწუხაროდ 7-ის გარდაცვალება გამოიწვია იმან, რომ ყველა მათგანს ჰქონდა ინსულტი გადატანილი,“ - აცხადებს მღვდელი იოანე (ბასრამიძე).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×