რეზონანსი
19.10.2020

საქართველოს ყარაბაღის კონფლიქტში სწორი პოზიცია აქვს, - ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, „საქართველოს სიტუაცია საკმაოდ რთულია, თუმცა თქვენი პოზიცია ძალზე მნიშვნელოვანია“.

„მოახლოებული არჩევნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, საგარეო პოლიტიკა პრიორიტეტული არ ჩანს, მაგრამ ამ დროს საქართველოს ორ მეზობელს შეიარაღებული კონფლიქტი აქვთ. ამ მდგომარეობაში ძალიან მნიშვნელოვანია არ მოიმოქმედოთ ისეთი რამ, რასაც კონფლიქტში ჩართული მხარეები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ. მე მჯერა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა შესაბამისი უწყება ყველა საჭირო ზომას მიიღებენ და ფაქიზად მიუდგებიან ამ საკითხს. საქართველოს აქვს პრინციპული პოზიცია ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და საჭიროა მივდიოთ ამ პრინციპებს.

ვფიქრობ, საქართველოს ამ საკითხში სწორი პოლიტიკა აქვს: 1. ის პრინციპულ პოზიციას ყოველთვის აფიქსირებს; 2. ცდილობს იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან კონფლიქტის დასრულებისა და რეგიონში მუდმივი მშვიდობის დამყარებისთვის. 3. სამართლიანი პოზიციაა, რომ საქართველოს არ სურს გამოაყენებინოს საკუთარი ტერიტორია შეგროვებული ფულით იარაღის შეძენისა და გაგზავნისთვის. ჩვენ საქართველოსთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, რადგან თურქეთი ერთადერთი მეზობელი ქვეყანაა, ვისთანაც საქართველოს საზღვრები დემარკირებული აქვს. ჩვენ არა გვაქვს ამგვარი პრობლემა ერთმანეთთან. საქართველოში სომხები და აზერბაიჯანელები ერთად ცხოვრობენ, აქვთ საერთო დასახლებები, ერთად ცხოვრების კულტურა კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროა, რომ თურქეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ მესამე მხარეების მიერ შემოგდებული მცდარი და მახინჯი პროპაგანდა მიმდინარეობს. მთავარია, ამ პროპაგანდის გავრცელებას არ შევუწყოთ ხელი. მაგალითად, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლენა ნაზარიანმა განაცხადა, რომ სომხეთი საქართველოსთვის გარანტია იმისა, რომ თურქეთმა არ მოახდინოს საქართველოს ოკუპაცია. აი, ასეთ ფაქტებთან გვიწევს გამკლავება. საქართველომ ასეთ პროპაგანდას წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს“, - განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანიმ.

ელჩი ამავე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ თურქეთს სამხრეთ კავკასიაში პერმანენტული მშვიდობა სურს და ყარაბაღის კონფლიქტში ჩართვას არ აპირებს.

„სომხები და აზერბაიჯანელები საქართველოშიც ცხოვრობენ და ჩვენ აქაც დავინახეთ ერთმანეთზე წაქეზების ერთგვარი პოლიტიკა. თურქეთის შეფასებით, ეს ძალზე¬ სახიფათოა - ერთია ომის და ომის იურისპრუდენციის შესაბამისად მიმდინარე სამხედრო მოქმედებები, მეორე კი ომის გამოყენება საზოგადოების რადიკალიზაციის მიზნით, რათა აღიკვეთოს ომის მშვიდობიანად დასრულების პერსპექტივა. ჩვენ ყველა გავაფრთხილეთ. მინდა მივულოცო საქართველოს ხელისუფლებას ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ჯერჯერობით კარგად იჭერს ვითარებას, მაგრამ მოხდა უსიამოვნო ფაქტებიც. სამწუხაროდ, სომხეთის პოლიტიკა გზას უხსნის მესამე მხარის მიერ შუღლის გაღვივების მცდელობას.

ჩემი მესიჯი ასეთია: თურქეთი არის აზერბაიჯანის მოძმე ქვეყანა. ჩვენ საერთოენობრივი კავშირი გვაქვს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა არის ობიექტური და მიუკერძოებელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ რეგიონში გვჭირდება პერმანენტული მშვიდობა. "ჩვენში" ვგულისხმობ არა მარტო თურქეთს, არამედ საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს“, - განაცხადა ინტერვიუში ფატმა ჯერენ იაზგანიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
status quo   (19.10.2020)
სომხებმა 30 წლის წინ იარაღის ძალით დაიპყრეს ყარაბახი.ეხლა აზერბაიჯანი მოძლიერდა და მოინდომა თავისი ტერიტორიის დაბრუნება.ჯერ მოლაპარაკებით სცადეს,მაგრამ არაფერი გამოვიდა.ომში სომხები უკვე მარცხდებიან და ყვირილი დაიწყეს,გვიშველეთო,მაგრამ არავინ ეხმარება,რადგან არ არიან მართლები.სომეხი რომ დაგიპყრობს,ხომ უნდა მოიკლა თავი,თუ ცოცხალი დაგტოვა. მიდით აზერებო,მიაწექით ბოლომდე.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×