რეზონანსი
19.10.2020

დღეს მსოფლიოში ინფიცირების რაოდენობა რეკორდულად იზრდება, ასევე მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს საქართველოშო. ჩვენ პირველი ტალღის დროს სწორად შევაფასეთ ჩვენი რესურსები და მივიღეთ მტკივნეუული გადაწყვეტილება და საკმაოდ რთული ლოკდაუნი გამოვაცხადეთ,- ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ განმარტა, ახლა სხვა მდგომარეობაში ვართ და ლოკდაუნის გამოცხადება არ იგეგმება.

„დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება არის პირბადე, რომელიც 90%-მდე ამცირების დაინფიცირების რისკს, რა თქმა თქმა უნდა ჩვენს მსგავს ლოკდაუნს არ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონიმიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ვხედავთ, ხვალ და ზეგ ვაქცინა არ იქნება, ვირუსთან თანაცხოვრება და ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია. შესაბამისად, ამ გრძელვადიანობიდან გამომდინარე, ჩვენი სტრატეგია იცვლება, რაც გახლავთ ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა. შესაბამისად, ჩვენი ყველაზე სწორი მართებული გადაწყვეტილება იქნება წერტილოვანი შეზღუდვები და ბალანსის სწორი დაჭერა“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×