რეზონანსი
19.10.2020

ჩვენი სასწრაფო დახმარების ექიმების მხრიდან გადაყვანილი პაციენტების რაოდენობა დაგარწმუნებთ, რომ ექიმები როგორც გაზაფხულზე, ასევე დღესაც თავდაუზოგავად მუშაობენ და მათ საზოგადოების მეტი მხარდაჭერა ესაჭიროება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ პაციენტებს საჭიროებები დროულად გაეწიოთ.

„ჩვენი სასწრაფო დახმარების ექიმების მხრიდან გადაყვანილი პაციენტების რაოდენობა დაგარწმუნებთ, რომ ექიმები როგორც გაზაფხულზე, ასევე დღესაც თავდაუზოგავად მუშაობენ და მათ საზოგადოების მეტი მხარდაჭერა ესაჭიროება. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რატომ იყო შეფერხებები 112-ზე შემოსულ ზარებთან დაკავშირებით, რომელიც არა მხოლოდ „კოვიდის“ პერიოდში, არამედ სხვა დროსაც არაერთხელ ყოფილა ნახსენები.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბინიდან კლინიკებში 22 მოქალაქე გადაიყვანეს, საკარანტინო ზონიდან  19, ასევე ბინიდან საკარანტინო სივრცეში გადაყვანაც მათი მოვალეობაა. ვინაიდან,  ლინიკიდან საკარანტინო სივრცეში 26 პაცენტი გადაიყვანეს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ იმ ახალი მოდელით, როდესაც კოვიდსასტუმროებში გადასაყვანად შედარებით მსუბუქი პაციენტებისთვის ექიმების ჯგუფი გვყავს მობილიზებული, როდესაც პაციენტს კლინიკის სივრცეში დაყოვნება არ ესაჭიროება, ჩვენ ისინი სასტუმროებში გადაგვყავს. 24 საათის განმავლობაში 82 პაციენტი გადავიყვანეთ კლინიკიდან საკარანტინო სოვრცეში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მივიღეთ 318 ცხელებიანი პაციენტი, მათგან კოვიდკლინიკაში 25 მკურნალობს. აღნიშნული რიცხვები დაახლოებით ათასამდეა. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ყველანაირად ვცდილობთ, პაციენტებს მინიმალური დაყოვნება ჰქონდეთ. რა თქმა უნდა, ვაკვირდებით იმასაც, რომელ პაციენტს ესაჭიროება მეტად მყისიერი რეაგირება, რათა არ გვქონდეს გართულებები, ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენვე მოვახდინოთ იდენტიფიცირენბა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
გიო   (19.10.2020)
კარანტინი გვჭირდება

***   (19.10.2020)
რომელ მხარდაჭერას გულისხმობ.ასე როგორ გაეშვათ ვირუსი.მხოლოდ ხალხს რომ გინდათ გადააბრალოთ.პირბადეები მაინც დაარიგეთ უფასოდ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×