რეზონანსი
19.10.2020

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოსაწყობად სამუშაოები დღეიდან დაიწყო. თბილისის მერი კახა კალაძე ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და განაცხადა, რომ პროექტი 2 წელიწადში დასრულდება.

"მთლიანად პარკის ჩაკეტვა არ მოხდება, იმიტომ, რომ დღესაც რა მდგომარეობაშიც არის, კონკრეტული იპოდრომის ტერიტორიით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, ამიტომ ეტაპობრივად მოხდება გადასვლა კონკრეტულ მონაცემებზე. ძალიან მაგარი პროექტი იქნება როდესაც სამუშაოები დამთავრდება, რამდენიმე ათეული მილიონი ჯდება. ვულოცავ თბილისს, დღეს სამუშაოები დაიწყო," - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×