რეზონანსი
19.10.2020

ბოლნისი-მარნეულის გზაზე გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის აქტივისტის მანქანას იარაღიდან ესროლეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა აქტივისტმა გუჯა ჯაფარიძემ განუცხადა, დაზიანებულია ლევან მიქელაძის მანქანა და მას ნატყვიართან ერთად მანქანის შეჯახების კვალიც ეტყობა.

„შემთხვევა დაახლოებით, ნახევარი საათის წინ მოხდა. მარნეული-ბოლნისის შუა მონაკვეთში კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერს, ლევან მიქელაძეს ჯერ მანქანის გაჩერება მოსთხოვეს, რომ არ დაემორჩილა, ესროლეს. მანამდე მანქანა დააჯახეს, უკანა „ბამპერზე" აქვს ნატყვიარი. მანქანის ნომერი არ იცის, მაგრამ „ფიატის" მარკის ავტომობილია. მას დაზიანება არ აქვს, მანქანას ეტყობა ნატყვიანი და გვერდიც დაზიანებული აქვს შეჯახების შედეგად. ადგილზე საპატრულო პოლიციაა გამოძახებული და ველოდებით", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" გუჯა ჯაფარიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×