რეზონანსი
19.10.2020

სასიხარულოა, როდესაც ჩვენ რეალობაში ვსაუბრობთ თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობაზე და იმაზე, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, ძალიან მალე, ერთ-ერთი მთავარი რგოლი იქნება თბილისის საერთო გამწვანებაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წევრმა, თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „იმედის" გადაცემა, „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი მასშტაბის პროექტი თბილისს ჯერ არ ჰქონია.

„უნიკალური ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში იყო განაშენიანების საშიშროების წინაშე, თბილისმა, ბიძინა ივანიშვილისგან და მისი ოჯახისგან საჩუქრად მიიღო, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარია რაც გაკეთებულა თბილისისთვის. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს განაშენიანების ის დაგეგმილი პროექტები, თუ რა იგეგმებოდა ამ ტერიტორიაზე, რამდენი კორპუსის აშენებას გეგმავდნენ. 2 წლის თავზე აქ გვექნება უნიკალური ლანდშაფტური დიზაინის მქონე პარკი, რომელიც დააკმაყოფილებს და იქნება მიზიდულობის ცენტრი არა მხოლოდ ვაკე-საბურთალოს მოსახლეობისთვის, არამედ მთელი თბილისისთვის და უფრო მეტიც, ჩვენ იმედი გვაქვს, ეს პროექტი ქვეყნის ტურისტული მიზიდულობისთვის ძალიან დიდ როლს ითამაშებს.

აქ იქნება ხელოვნური ტბა, რომელსაც ორმაგი დატვირთვა ექნება, ეს გამოყენებული იქნება ტერიტორიის სარწყავად და ასევე დამატებით ატრაქცია. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ ტერიტორიას, სადაც ყველანაირი ტიპის რეკრეაციული სივრცე იქნება შეთავაზებული", - განაცხადა მაია ბითაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ეკა   (20.10.2020)
განაშენიანების საშიშროების წინაშე, თუ განაშენინაბეის გარეშე დარჩენის საშისროების წინაშე??? ა ტექსტის მიხედვით განაშენიანება საშიშროება ყოფილა.... პ.ს. განაშენანება არ ნიშნავს შენობების აგებას, ეს ნიშნავს გამწვანებას.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×