რეზონანსი
19.10.2020

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი ამბობს, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტი, კლინიკიდან ფეხით გამოუშვეს და 4-კილომეტრზე მეტი იარა:

"ვუსმენდი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს და რაღაცებზე ცოტა მეცინებოდა. გამოკვლევები რომ დამთავრდა, სასწრაფოს ვურეკავდი, რომ სახლში გადავეყვანე და მითხრეს, რომ ტაქსით წავსულიყავი კოვიდინფიცირებული. როცა ვუპასუხე, რომ ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდი. მერე დამაკვალიანეს, სხვა გზა არ არის, სასწრაფოს პროტოკოლით არ ეკუთვნის პაციენტის უკან სახლში გადაყვანაო. ხომ არ მოვითხოვდი კლინიკაში დაწვენას, უფრო მძიმე პაციენტები უფრო საჭიროებენ კლინიკაში განთავსებას, ვიდრე მე. მერე ავდექი და სახლში ფეხით წავედი. დაახლოებით 4 კილომეტრზე მეტი გავიარე. როცა მივედი სახლში, ვიყავი ძალიან ცუდად. უხერხულია დეტალების მოყოლა. მივხვდი, რომ უფრო მეტად გამირთულდა სუნთქვა, გუშინ განსაკუთრებულად ვერ ვიგრძენი თავი და გადმოვედი ბოჭორიშვილის კლინიკაში“ -განაცხადა ,,რუსთავი2″-ის ეთერში ტატიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
***   (20.10.2020)
მერე დარჩენილიყავი საავადმყოფოში, რას გამორბოდი, მეორე დღეს მაინც ხომ წახვედი, რა მეტიჩრობაა.

lalo   (20.10.2020)
durnaia golova nogam pokoia ne daiot!

ელენე   (19.10.2020)
ზოგჯერ როგორ მომწონს ჩემი თავი ასეთ სისულელეებს რომ არ ვკითხულობ.ინტელექტი თუ არა გაქვს ვერ მიხვდები ტაქსი რატომ არ გამოიძახა

ელენე   (19.10.2020)
კოვიდი სიმტომიდან რვა დღის შემდეგ გადამდები არ არისო...

ჭორლეონე   (19.10.2020)
ცისანა კლიმაქსი ხო არა გაქ? ეტყობა ჰორმონები აგერდაგერია


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×