რეზონანსი
19.10.2020

თვითიზოლაციის საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეს ამის დამდასტურებელი დოკუმენტაცია გადაეცემა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა , ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

კითხვაზე, რომ ხშირია შემთხვევები, როცა საჯარო სამსახურში დასაქმებულ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ხელფასი სრულად არ ერიცხებათ და როგორ უნდა იყოს ეს რეგულირებული, მინისტრი პასუხობს, რომ ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს თვითიზოლაცია საპატიო მიზეზად ეთვლება.

„თვითიზოლაციის კომპონენტი არახალია და ჩვენ გავცემთ დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომ ამ ადამიანს ეკუთვნოდა თვითიზოლაცია და შესაბამისად ეს ჩაეთვლება მას საპატიო მიზეზად", - განაცხადა ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×