რეზონანსი
20.10.2020

დღეიდან, 20 ოქტომბრიდან ინფექციურ საავადმყოფოსთან ტრადიციული ბრიფინგები აღარ გაიმართება.

ტრადიციულ ბრიფინგზე არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გააკეთებენ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია და ასევე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე. საზოგადოება ეპიდვითარების შესახებ ცნობებს მთავრობის დილის სხდომის შემდეგ მიიღებს.

ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ადასტურებს:

გიორგი ბერიძემ მედიის წარმოადგენლებს შეტყობინებაც გაუგზავნა:

“ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო! გთხოვთ, გადასცეთ ერთმანეთს და კოლეგებს სამსახურში: დილის კომენტარი საერთო სტატისტიკასთან დაკავშირებით აღარ გაკეთდება ჩვენს კლინიკაში. ლოგიკურიცაა ინფორმაცია მივიღოთ მეც და თქვენც მთავრობისგან დილის სხდომის შემდეგ. ვაგრძელებ მეგობრობას და თანამშრომლობას მეც და ინფექციური კლინიკის თანამშრომლებიც“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ლალო   (20.10.2020)
როგორც იქნა! სწორია! რატომ აცდენდნენ ამ დაკავებულ ხალხს! რა მაგათი საქმე იყო!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×