რეზონანსი
20.10.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით დღეის მდგომარეობით დაახლოებით 800-900 საწოლია თავისუფალი. აღნიშნულის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ყოველდღიურად ხდება ავადმყოფების გამოწერა, ამიტომ მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ქალბატონი მინისტრისგან, დღესაც დაახლოებით 800-900 საწოლია, მთელ ქვეყანაზეა საუბარი და სხვადასხვა პროფილზე, რადგან მოგეხსენებათ კოვიდ ავადმყოფები შეიძლება იყვნენ სხვა თანმხლები დაავადებებითაც და შეიძლება მათ მოუწიოთ დიალიზის განყოფილებაში დაწოლა, ან ონკოლოგიური პაციენტი იყოს. ამიტომ ამის სპეციალიზირებული საწოლებიც არის მრავალპროფილიან ჰოსპიტლებში", - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×