რეზონანსი
20.10.2020

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შემოსვლის წესი იცვლება.

„საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოსვლას ვალიდური PCR ტესტის ცნობით შეძლებენ", - განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შემოსვლა სავალდებულო კარანტინის აუცილებელი მოთხოვნის გარეშე მოხდება. „მათ შეეძლებათ ქვეყანაში შემოვიდნენ ლაბორატორიულად დადასტურებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით, შემდეგ გადაინაცვლონ თვითიზოლაციაში ნაცვლად სავალდებულო კარანტინისა და ეს იქნება საკმარისი. ჩვენ მომზადებული გვაქვს მთავრობის გადაწყვეტილება და დიდი ალბათობით ეს გადაწყვეტილება ხვალიდან შევა ძალაში", - განაცხადა თურნავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×