რეზონანსი
20.10.2020

ის ადამიანები, რომლებიც გადასატანი ყუთით მისცემენ ხმას, შეადგენენ, მაქსიმუმ ამომრჩეველთა ნახევარ პროცენტს. თქვენ წარმოიდგინეთ რომ პარტიამ მიიღოს ზომები და ნახევარ პროცენტში რაღაც იმაიმუნოს, რაღაც გააყალბოს. ეს სრული ნონსენსია, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია ყველაფერში გაყალბებას ეძებს, ამიტომ სასურველია ალტერნატიული წესი შემოგვთავაზონ.

„სხვა წესი გვითხრან, რომელია უფრო რაციონალური და ბუნებრივია ამასაც გავიზიარებდით. ოპოზიციური პარტიები თავად მონაწილეობდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეხვედრაზე, სადაც ეს წესი განიხილებოდა და შეეძლოთ თავიანთი რაციონალური აზრი დაეფიქსირებინათ. რეალურად, ამ გადაწყვეტილებას, არ ჰქონდა ალტერნატივა. ყველა კოვიდინფიცირებულს ექნება არჩევნებში მონაწილეობის საშუალება", - აღნიშნა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×