რეზონანსი
20.10.2020

სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ტესტირების სხვა რეჟიმში არიან გადაყვანილი, რათა თავის სამუშაო ადგილს ისევ მალე დაუბრუნდნენ. ეს არის ზოგჯერ 48 და ზოგჯერ 72-საათიანი მუდმივი ტესტირება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სასწრაფო დახმარების ექიმების გარკვეული რეზერვები არსებობს.

„სამწუხაროდ ასეა, ექიმები კორონავირუსთან პირველი ხაზის ადამიანები და ყველაზე მოწყვლადი ფენა ვართ. იყო შემთხვევები გაზაფხულზეც, როცა ქვემო ქართლში, ბოლნისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები დაინფიცირდნენ. ხდება სხვადასხვა რეგიონიდან ჩანაცვლება. რა თქმა უნდა, გარკვეული რეზერვები არსებობს.

ამასთან, სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ტესტირების სხვა რეჟიმში არიან გადაყვანილი, რათა თავის სამუშაო ადგილს ისევ მალე დაუბრუნდნენ. ეს არის ზოგჯერ 48 და ზოგჯერ 72-საათიანი მუდმივი ტესტირება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×