რეზონანსი
20.10.2020

ზურა ნოღაიდელის ჩვენების დეტალებმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, დაამტკიცა ის, რაც ისედაც ყველამ ვიცოდით - ვიცოდით, რომ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად ჩაიდინეს სამშობლოს ღალატის აქტი, როდესაც ყოველგვარი საბუთის გარეშე გამოაცხადა, რომ უდაბნო და ჩიჩხიტური არ არის საქართველოს ტერიტორია. ყველა დეტალი, ყველა საბუთი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა,- ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ზურა ნოღაიდელს რომ არ ეთქვა, ისედაც ძალიან კარგად ჩანდა იმ განცხადებებში, რომელიც 2001, 2007, 2012 წლებში გააკეთეს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, როცა ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეს არის ისტორიული ბედის უკუღმართობა, რომ ეს ტერიტორიები არის აზერბაიჯანის ტერიტორია, მაშინ როდესაც ყველა დეტალი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა.

,,მართალია მათ გააქრეს ეს რუკები, მაგრამ ღვთის მადლით ეს რუკები მოიძებნა ძალიან პატრიოტი ადამიანების დახმარებით და მაშინ, როცა საბუთები გამოჩნდა, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია და ჩვენ ეს მართლა მეგობრული მოლაპარაკებების გზით უნდა მოვაგვაროთ მეზობელ, მეგობარ სახელმწიფოსთან, კიდევ უფრო საოცრებას ჩადიან ეს მოღალატეები, როცა წინასწარ აცხადებენ, რომ ამ საბუთებს არ აქვს იურიდიული ძალა, ეს არის არსაიდან მოტანილი, ამათზე დაყრდნობა არ შეიძლება და კიდევ ერთხელ ამტკიცებენ იმას, რაც თავის დროზე გააკეთეს, როცა სავარაუდოდ გაყიდეს ეს ტერიტორიები და ამ გაყიდვის ფასი თვითონვე გამოაცხადეს, იმიტომ რომ როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრის მოადგილე, კულტურის მინისტრი, პარლამენტის წევრები, უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივანი აცხადებდნენ და დღესაც აცხადებენ, რომ ეს არ არის საქართველოს ტერიტორია და თუ რაიმე საბუთი ამტკიცებს, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია, რომ ეს არის აღარაა საბუთი და ამაზე დაყრდნობა არ შეიძლება, ამით ბუნებრივია მხარეს რომელთანაც ამ შემთხვევაში გასარკვევი გვაქვს სად გადის საზღვარი იმას აძლევენ იარაღს ხელში და ის მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, ბუნებრივია როგორც ჩვენ ვცდილობთ, რომ გარკვეულ საზღვრებზე დავამტკიცოთ რომ ეს არის ჩვენს მხარეს, ისე ისინი ეცდებიან, ეს არის ჩვეულებრივი ნორმალური პროცესი მათი მხრიდან. ეს არის უბრალოდ გაუგებარი და აღმაშფოთებელი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მედეა   (21.10.2020)
საქართველოს გადამტერებით, რუსეთმა თურქეთს გაუხსნა გზა კავკასიისკენ. მეგობრობა ორმხრივი უნდა იყოს, რაღაც არ ჩანს აზერბაიჯანის დიდი მეგობრული ზრახვები დავით გარეჯის საკითხში!

---   (20.10.2020)
ქვეყანას მართავს "გადამგდები" ანუ "ფუფლო"


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×