რეზონანსი
20.10.2020

ბატონ ოქრიაშვილს არაფერი გაუკეთებია საპარლამენტო საქმიანობაში და არჩევნების წინ მავნებლობას მიეცა, - ასე აფასებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გუშინ მარნეულში მომხდარ ინციდენტს.

მისი თქმით, ოპონენტებმა აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადება უნდა გაითვალისწინონ. როგორც ანრი ოხანაშვილი აღნიშნავს, ამ ყველაფერს ექნება შესაბამისი შეფასება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

„ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, როცა ეს ადამიანი (ოქრიაშვილი) ასეთ ქმედებებს სჩადის თუ აქეზებს საკუთარ მხარდამჭერებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მათ ყურად უნდა იღონ ქალბატონი დეგნანის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დაუშვებელია ჟურნალისტებთან მიმართებაში მუქარა და აგრესიული ქმედება, რასაც ადგილი ჰქონდა მათ შორის, ოქრიაშვილის მხრიდან. ამიტომ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები აკვირდებიან ამ ყველაფერს და მათ მავნებლურ ქმედებებს ექნება შესაბამისი შეფასებაც. ეს კიდევ ერთხელ წერტილს დაუსვამს ამ ადამიანის თავნებობას წინასაარჩევნოდ. ასე რომ, ყველამ უნდა დაიცვას კანონი და ყველამ ჩვენს მხარდამჭერებს უნდა მოვუწოდოთ, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს და ყველაფერი უნდა ჩატარდეს მშვიდობიანად და დემოკრატიულად,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
---   (20.10.2020)
ქვეყანას მართავს "გადამგდები" ანუ "ფუფლო"


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×