რეზონანსი
20.10.2020

ხელისუფლება აცხადებს, რომ კონსტიტუციურ უფლებას საქართველოს ყველა მოქალაქე გამოიყენებს და კოვიდინფიცირებულების საარჩევნო ხმები არ დაიკარგება. ყველა, ვინც თვითიზოლაციაშია, საკარანტინო ზონაში იმყოფება ან დადასტურებული აქვს COVID-19, 31 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

სპეციალური ურნით სარგებლობა შეიძლება მოუწიოთ იმ პოლიტიკოსებსაც, ვინც თავად იყრიან კენჭს მე-10 მოწვევის პარლამენტში და არჩევნების დღემდე ვერ შეძლებენ გამოჯანმრთელებას.

ოპოზიცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხმის მიცემისა და დათვლის გამჭვირვალობას. მმართველი გუნდის ოპონენტების ნაწილი უნდობლობას უცხადებს ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ რეგულაციებს.

ხელისუფლების ოპონენტებს კითხვები აქვთ კლინიკებში, საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების ხმების დათვლასთან დაკავშირებით. ოპონენტები ხელისუფლებას გაყალბების დამატებითი მექანიზმების შექმნაში ადანაშაულებენ.

ცესკოს დადგენილებით, 31 ოქტომბერს კლინიკებში, საკარანტინო სივრცეებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლისთვის 127 სპეციალური საარჩევნო უბანი იფუნქციონირებს. საარჩევნო ადმინისტრაციის პროტოკოლის მიხედვით, თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობისთვის ცესკოში ტელეფონით 24-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით უნდა დარეგისტრირდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×