რეზონანსი
21.10.2020

საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 337 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9003.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 172-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 582 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 895 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 420-ს შეადგენს.

საქართველოში გუშინ კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი, 15 კი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×