რეზონანსი
21.10.2020

სასწრაფო გამოძახების ბრიგადებს 2-დან 3 საათამდე დაყოვნება აქვთ, რაც პანდემიის პერიოდში სრულიად ნორმალურია, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ვირუსით დაინფიცირებული ადამიანი არ არის კარდიოლოგიური ან ნევროლოგიური სისტემით დაავადებული ადამიანი, რომელსაც 20 წუთში ბრიგადის ადგილზე მისვლა ესაჭიროება.

„სასწრაფო გამოძახების ბრიგადებს 2-დან 3 საათამდე დაყოვნება აქვთ, რაც პანდემიის პერიოდში სრულიად ნორმალურია, ვინაიდან ჩვეულებრივი ვირუსის შემთხვევებშიც ჩვენ მსგავსი შემთხვევები გვქონია და ეს საგანგაშო კომპონენტს არ წარმოადგენს, რადგან ვირუსით დაინფიცირებული ადამიანი არ არის კარდიოლოგიური ან ნევროლოგიური სისტემით დაავადებული ადამიანი, რომელსაც 20 წუთში ბრიგადის ადგილზე მისვლა ესაჭიროება. ეს არის გეგმიური პროცესი, ამ პერიოდში ჩვენი ექიმები აღჭურვილობის გამოცვლას საჭიროებენ და მუშაობენ სრულიდ ატვირთვით, აქედან გამომდინარე ეს პრეტენზია სასწრაფო დახმარების სამსახურის მიმართ არაკორექტულია", - განაცხადა ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×