რეზონანსი
21.10.2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში კიდევ რამდენიმე კლინიკა ჩაერთვება.

ამასთან, როგორც ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, პაციენტები გარკვეულ რისკს ხედავენ სასტუმროებში სამკურნალოდ გადაყვანაზე. მისი თქმით, ექიმების და ექთნების ბრიგადები, პაციენტებზე მონიტორინგს და მკურნალობას უზრუნველყოფენ.

„რაც შეეხება კოვიდმიმღებ ცენტრებს, ამ ეტაპზე საავადმყოფოებში გვყავს 2992 პაციენტი, რომელიც გადის მკურნალობას, დღეს საკმაოდ დიდი ნაწილი ემზადება გასაწერად. 340 ადამიანი იმყოფება ტრიაჟში. დღეის მდგომარეობით 4392 საწოლი გვაქვს მობილიზებული. თბილისის მასშტაბით 4 კლინიკა ჩაერთვება შემდეგ დღეებში. შიდა ქართლში -სამი დამატებითი კლინიკა, იმერეთის რეგიონშიც 3 კლინიკა, კერძოდ ქუთაისში 2 დამატებითი კლინიკა იქნება ჩართული.

არ ვთვლით, რომ ჩვენ საწოლფონდის დეფიციტი გვაქვს. იცით რომ ვიყენებთ სასტუმროების სივრცეს. გამომდინარე იქიდან რომ არაერთგვაროვანი ინფორმაცია ვრცელდება ამასთან დაკავშირებით, პაციენტები ხედავენ გარკვეულ რისკს სასტუმროებში გადასვლასთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ სასტუმროს სივრცეში მობილიზებულები არიან ექიმების და ექთნების ბრიგადები, რომლებიც მათთან მონიტორინგს და მკურნალობას გააგრძელებენ ისე, როგორც კლინიკებში. სასტუმროებში განთავსდებიან ის პაციენტები, ვისზეც ვიცით, რომ რისკი არის მინიმალური. აქედან გამომდინარე ვიყენებთ სასტუმროების სივრცეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×