რეზონანსი
21.10.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცხელების კლინიკებში სწრაფ ტესტებს გამოიყენებენ. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან განუცხადა, აღნიშნულის თაობაზე დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. როგორც გამყრელიძე ამბობს, სამომავლოდ სწრაფი ტესტების მოხმარების არეალი შეიძლება კიდევ გაფართოვდეს.

„საკმაოდ დაიხვეწა უკვე ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები მსოფლიოს მასშტაბით , ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ, ისევე როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დასტური მისცა რამდენიმე კომპანიის წარმოების სწრაფ ანტიგენზე დამყარებულ ტესტებს, მათ შორის, მათ, რასაც საქართველო ყიდულობს. ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს სამხრეთ კორეის წარმოების ტესტები, რომელიც აღიარებულია ამ მაღალი ავტორიტეტის მქონე მარეგულირებლების მიერ. მას იცით, რომ ვიყენებდით ძირითადად ტრაილერების მძღოლებზე, ახლა იყო მსჯელობა, როცა გახშირდა შემთხვევები, რომ ის ასევე აუცილებელია სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის და გამოყენებული იქნება ამ ეტაპზე ცხელების კლინიკებში სწორედ ამ ტრიაჟისთვის. როცა შედის სასწრაფოთი ან თვითდინებით ადამიანი ცხელების კლინიკაში, მას სწრაფი ტესტი გაუკეთდება და ის 15 -20 წუთში იძლევა პასუხს, თუ დადებითია, ეს ნიშნავს, რომ არის კოვიდი, თუ არ არის, ეს ნიშნავს, რომ არ არის კოვიდი. ამ ეტაპზე ის გამოყენებული იქნება ცხელების კლინიკებში, ხოლო შემდგომ ეტაპზე შეიძლება გაფართოვდეს მისი მოხმარების არეალი,"- განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×