რეზონანსი
21.10.2020

2 088 მგზავრი მიკროავტობუსში ასვლას პირბადის გარეშე ეცადა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვა და ბუნებრივია, ისინი ავტობუსებში არ აუშვეს. დაახლოებით, 1 500-მდე მგზავრი გააფრთხილეს, რომ პირბადე როგორც წესია, ისე გაეკეთებინათ. ავტობუსი 116-ჯერ არ დაიძრა იმის გამო, რომ მგზავრი არ იკეთებდა პირბადეს. შეიძლება, ამას მიზანმიმართულად აკეთებენ და არ იცავენ უსაფრთხოების წესებს", - განაცხადა კალაძემ. ასევე, გამოავლინეს 224 მოქალაქე, რომელსაც პირბადის გარეშე მგზავრობის მცდელობა ჰქონდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×