რეზონანსი
21.10.2020

არიან პაციენტები მსუბუქი და უსიმპტომოები, რომლებსაც განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდებათ, ასეთი პაციენტი შეიძლება ბინაზე დარჩეს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „იმედის დღეში" განაცხადა.

„პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები კარგად არიან გადამზადებულები და კიდევ გრძელდება მათთან ტრენინგები. მთავარია გადაწყვეტილება სწორად მივიღოთ - ვისი დატოვება შეიძლება ბინაზე და ვისი - არა. თუკი კვალიფიციური ექიმი სწორად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პაციენტის ბინაზე დატოვება შეიძლება, ამ შემთხვევაში ინფიცირებულს საშიშროება არ ემუქრება.

ექიმების მიერ რისკჯგუფებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. თუ პაციენტი რომელიმე რისკგჯუფს არ მიეკუთვნება, ინფექციის გართულების შანსი ნულის ტოლია", - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×