რეზონანსი
21.10.2020

ეს არის სკანდალი, რომლის გადაფარვა უნდათ სამწუხაროდ, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების,- ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას „კარტოგრაფების საქმესთან" დაკავშირებით.

„ეს არის მოღალატეობრივი განცხადება, რას ნიშნავს დავიხიოთ უკან მაშინ, როცა ტერიტორიის დიდი ნაწილი წინა ხელისუფლებამ აზერბაიჯანს გადასცა -კეთილ მეზობელს, პარტნიორს. კეთილმეზობლობა არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი აქტი ჩაიდინო. ეს რასაკვირველია, პრიმიტივიზმისკენ გადახრილი განცხადებაა, მაშინ, როცა ვითარება აშკარაა -1938 წლის რუკით უნდა ემსჯელათ საზღვრის დემარკაციაზე, რაც ხელთ ჰქონდათ და ისეთი რუკით იმსჯელეს, რომელიც წამგებიან მდგომარეობაში აყენებს საქართველოს. როგორ შეიძლება, არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურად გამოდიოდეს, რომ საქართველომ უნდა დათმოს ისტორიული ტერიტორიის ნაწილი, მითუმეტეს, თუ ასეთი ემოციური კავშირი არსებობს, თუნდაც, ისტორიულ დავით გარეჯთან. ეს განცხადება არის წარმოუდგენელი არაკომპეტენტურობის გარდა, ის არის ყოველგვარ პროფესიონალიზმს მოკლებული და ვფიქრობ, არის მოღალატეობრივი განცხადება",- განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, კომპეტენტური ექსპერტები დადასტურებენ, რომ არსებობს რუკა, სადაც აშკარაა, რომ დავით გარეჯის ტერიტორია საქართველოს ტერიტორიაა, თუმცა, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ „საქართველოს თავის ტერიტორია არაფრად არ უნდა უღირდეს".

„ეს არის მოცემულობა და მის გადასაფარად იმართება დღეს აქცია „დააპიპინე". ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს გადაიფაროს. არსებობს საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციების დასკვნა, რომ საქართველოს შემადგენლობაში შედის დავით გარეჯი. არსებობს რელევანტური რუკები , რომლებიც არ გამოიყენეს განზრახ. თუ რა მოტივით მოხდა ეს განოძიების კომპეტენციაა და სულ მალე ალბათ პასუხებიც გვეცოდინება. ფაქტია, რომ გადადგმული იყო ნაბიჯი მოღალატეობრივი", -განაცხადა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ბათუმელი   (21.10.2020)
სააკოვი იმსახურებს დახვრეტვას.სასწრაფოდ უნდა შემოიღოთ კანონი ღალატთან დაკავშირებით და ამ კანონის გათვალისწინებით ყველა უნდა დააპატიმროთ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×