რეზონანსი
21.10.2020

ის დაიწყებს მძევლების დახოცვას - ასე პასუხობს შეკითხვას ირაკლი კვარაცხელია.

კვარაცხელია ერთ-ერთი მძევალია, რომელიც ამ წუთებში, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" შენობაში იმყოფება. ის პოლიციას 2-საათიან ვადას აძლევს.

თავდამსხმელი საკუთარ მოთხოვნებს, სწორედ კვარაცხელიას საშუალებით გადმოგვცემს. თავდაპირველად მძევალი "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას დაუკავშირდა, მოგვიანებით კი პირდაპირ ეთერში დეტალურად ისაუბრა იმ ვითარებაზე, რომელიც ახლა ბანკშია. შენობაში სულ 19 მძევალია.

თავდამსხმელი 500 000 დოლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიებს ითხოვს. მას ასევე სურს, მიმდებარე პერიმეტრიდან შსს-მ სპეცრაზმი მოხსნას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×