რეზონანსი
21.10.2020

სამწუხაროა, რომ სამართალდამცავი უწყება ბოლომდე ჩამოიშალა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმის კომენტირებისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი თითოეული მძევლის უსაფრთხოებაა. ვაშაძე პასუხისმგებლობას მოქმედ მთავრობას აკისრებს.

"უმძიმესი მდგომარეობაა და ამ ეტაპზე, უპირველესად მნიშვნელოვანია უსაფრთხოდ იქნას თითოეული მძევალი გამოყვანილი. სამწუხაროა, რომ სამართალდამცავი უწყება ბოლომდე ჩამოიშალა. ესენი არჩევნებისთვის გადართულები არიან და ქვეყანაში საერთო კრიმინოგენური მდგომარეობა ბოლომდე უმართავი გახდა. მე არც კი მახსენდება, ალბათ ათწლეულების წინ იყო საქართველოში ბოლოს ასეთი შემთხვევა, რომ ვინმე მძევლად აეყვანოთ, მგონი ასეთი რამ მხედრიონის დროს თუ იყო. ქვეყანაში არსებული ვითარება უკვე ამ დონემდე მივიდა და ამ ყველაფრის ფონზე პრემიერ - მინისტრი აცხადებს, რომ თურმე კრიმინოგენური მდგომარეობა ქვეყანაში დღეს დაძლეულია, კრიმინალი არ არსებობს და მდგომარეობას მართავენ. ეს არის კატასტროფა და 31 ოქტომბერს ეს უნდა შევცვალოთ. ქვეყანას პასუხისმგებლობის მქონე ძალა სჭირდება, რომელიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს, ქვეყანაში წესრიგს დაამყარებს და თითოეული ადამიანი საკუთარ თავს უსაფრთხოდ იგრძნობს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას "სტრატეგია აღმაშენებლის" პრესსამსახური ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×