რეზონანსი
21.10.2020

ზუგდიდის ცენტრში, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში სპეცოპერაცია ისევ გრძელდება. ადგილზე მძევლების ახლობლებიც იმყოფებიან.

როგორც "კურიერთან" საუბრისას ერთ-ერთი მძევლის ოჯახის წევრმა განაცხადა, მათ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.

"ჩემი და მუშაობს ბანკში, დიდი ხანია მუშაობს და წელს ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩვენ, ოჯახის წევრებმა რა ვქნათ, როცა არავითარი ინფორმაცია არა გვაქვს. ასე დავრბივართ ოპერატორებთან, ვინ რას იტყვის, რომ გავიგოთ რაღაცა..." - განაცხადა ერთ-ერთი მძევლის ოჯახის წევრმა.

ამ წუთებში, ქალაქში მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი და მძიმე ტექნიკა. ზუგდიდში იმყოფება შს მინისტრიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×