რეზონანსი
21.10.2020

თავდამსხმელის მიერ ტყვეობაში დატოვებული სამი მძევალიდან ერთი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავაა, რომელიც ბოროტმოქმედმა ხელშეკრული გაიყვანა და კიდევ ორ მძევალთან ერთად მანქანით გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა.

სამხარეო პოლიციის უფროსი იყო მომლაპარაკებელი, რომელიც უშუალოდ მას ეკონტაქტებოდა. ბანკიდან გასვლის წინ თავდამსხმელს ხელში ეჭირა გახსნილი ხელყუმბარა და თან ჰქოდა ფული.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გალდავაა ის პირი, რომელმაც გამტაცებელს ჩანთით თანხა შეუტანა და მძევლებს ჩაენაცვლა.

ამავე ვერსიით, გალდავამ გამტაცებელთან და სხვა 2 პირთან ერთად, ბანკის მიმდებარე ტერიტორია პიკაპის მარკის ავტომობილით დატოვა.

დაუდასტურებული ინფორმაციით მძევლებს შორის არის, მერის გიორგი შენგელიას ბიძაშვილი ლაშა შენგელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×