რეზონანსი
22.10.2020

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირება მიმდინარეობს აღდამის, ფიზული-ჯებრაილის მიმართულებებზე.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე მსხვილკალიბრიანი შეიარაღებიდან გახსნეს ცეცხლი.

პარალელურად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ცალ-ცალკე შეხვდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებისას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ხვალ კი, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან კონსულტაციებს მაიკ პომპეო გამართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×