რეზონანსი
22.10.2020

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე ქართული ოცნების წარმომადგებლების პოზიციას აფასებს.

კაპანაძის თქმით, ის, რომ ხელისუფლებას ადამიანები დაყოფილი ჰყავს თავისიანებად და სხვისიანებად და მაშინაც კი, როდესაც ეს ადამიანი მძევალია, ცდილობს მის დისკრედიტაციას, ეს არის ძალიან სახიფათო და დიდი პრობლემა ქვეყნისთვის.

კაპანაძემ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციურად განწყობილ მედიაზე აგრესია არის მეორე კატარსტროფა და ის არაჯანსაღი გარემო, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ.

ძალიან ცუდი რამ მოხდა გუშინ, როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა თავისი პროპაგანდისტული მედია საშუალებების გამოყენებით მოეხდინა ერთ-ერთი მძევლის დისკრედიტაცია და დემონიზება. ხელისუფლებამ პოლიტიკური აფილაციები შემოიტანა ისეთ თემაში, სადაც პოლიტიკა საერთოდ არაფერ შუაში არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში იმდენად მოახდინა ხელისუფლებამ დაყოფა თავისიანებად და სხვისიანებად, რომ მძევალიც კი მიაჩნია რომელიღაცა ბანაკის ნაწილად და ეს არის ძალიან სახიფათო, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა მომავალში ზოგაგად, ეს არის ის პრობლემა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას, რადგან ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ასე დაყოფილები ვიყოთ და 31 ოქტომბერს ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება მედიასთან დამოკიდებულებას, ეს იყო მეორე კატასტროფა რაც გუშინ გამოჩნდა, როდესაც ხელისუფლება ვერ მალავს აგრესიას ოპოზიცურად განწყობილი მედიის მიმართ მაშინაც კი, როდესაც ეს მედია აკეთებს თავის საქმეს და მისი საქმე არის მაქსიმალურად გაშუქება ყველა მოვლენის. პასუხისმგებლობა არის თვითონ ხელისუფლებაზე, რომელსაც თუ მიაჩნია, რომ ოპერატიული მოზნებიდან გამომდინარე რაიმე შეზღუდვები უნდა იყოს დაწესებული, რომ პასუხისმგებლობა მასზეა, რომ შეზღუდვები დააწესოს და არა მედიაზე და ეს ზოგადად არის არაჯანსაღი გარემო და ის, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს 31 ოქტომბრის შემდეგ, რომ ესეთი არაჯანსაღი პოლარიზება, როდესაც სხვისიანები და ჩემიანები, აი ეს ორი ბანაკი არსებობს და მეორე ბანაკში მყოფების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არის მეორეხარისხოვანი, ეს არის აუცილებლად შესაცვლელი 31 ოქტომბერს." - განაცხადა კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×