რეზონანსი
22.10.2020

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის საბა გოგშელიძის ადვოკატი არჩილ დეკანოზიშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის ცალკე გამოყოფის შუამდგომლობას დააყენებს.

როგორც დეკანოზიშვილი განმარტავს, საბა გოგშელიძე მზად არის, საპროცესო შეთანხმებისთვის ბრალი აღიაროს. "რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, ამასთან დაკავშირებით, მხარეებმა მზაობა გამოვხატეთ და ველოდებით პროკურატურას. საბა გოგშელიძე მზად არის აღიაროს ბრალი",- განაცხადა დეკანოზიშვილმა.

ცნობისთვის, საბა გოგშელიძეს ძალადობასა და სხეულის განზარახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×