რეზონანსი
22.10.2020

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუატ ოქტაიმ სენსაციური განცხადება გააკეთა აზერბაიჯანში სამხედროების გაგზავნის მზადყოფნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თუ ამის შესახებ ანკარას ოფიციალური ბაქო მიმართავს, ისინი მზად არიან გაგზავნონ სამხედროები.

„კონფლიქტის პირველივე დღიდან პრეზიდენტმა ერდოღანმა დააფიქსირა მკაფიოდ და აღნიშნა, რომ თურქეთი ყოყმანს არ აპირებს" - აღნიშნა ვიცე პრეზიდენტმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

აგრეთვე მსგავსი სახის განცხადება გააკეთა კონფლიქტის განახლებიდან რამდენიმე დღეში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რომლის თქმით, ოფიციალური ანკარა მზადაა აზერბაიჯანს დახმარება აღმოუჩინოს როგორც დიპლომატიური კუთხით, მოლაპარაკების მაგიდასთან, აგრეთვე ბრძოლის ველზე, სამხედრო თვალსაზრისითაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×