რეზონანსი
22.10.2020

„ეს ნორმალურია, რომ ამდენი საათი გავიდა და საზოგადოებას არც ერთი ოფიციალური უწყება ბანკზე თავდამსხმელი ვინ იყო არ ეუბნება?- ამის შესახებ პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ფილიალზე განხორციელებული თავდასხმასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დრომდე, რაღაც საოცარი განცდაა, რომ რაღაცას მალავენ და რაღაც კონფიდენციალური ამბები ხდება.

"ამ დროისთვის თქვენ თავდამსხმელის სახელი და გვარი იცით? შეიძლება, რომ საზოგადოებამ მეორე დღეს მაშინ, როდესაც მოლაპარაკება დასრულებულია, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელს ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს და გაიყვანეს უსაფრთხოდ, არავინ არ იცის სახელი და გვარი?! ეს ნორმალურია, რომ ამდენი საათი გავიდა და საზოგადოებას არც ერთი ოფიციალური უწყება თავდამსხმელი ვინ იყო არ ეუბნება? ესაა გასაიდუმლოებული და ვისთვისაა ეს გასაიდუმლოებული? ანუ ვისთვის ინახება ეს ინფორმაცია, ან რას ნიშნავს ის, რომ ამდენი საათის შემდეგ საზოგადოებამ და ქვეყანამ თავმდამსხმელი სად წავიდა არ იცის, რომელიც საფრთხის შემცველია. სახიფათოა არჩევნების წინა დღეებში ასეთი მოვლენების კვალდაკვალ პროცესები, სახიფათოა, დღისით მზისით, შეიარაღებული ადამიანი ყველაზე უფრო დაცულ სივრცეში შედიოდეს, ძალიან სახიფათოა, რომ ასეთი სპეციალური ფორმით აღჭურვილ ადამიანი, როგორ გადაადგილდებოდა და როგორ შევიდა ბანკში ამ ოპერაციის ჩასატარებლად. ამ დრომდე, რაღაც საოცარი განცდაა, რომ რაღაცას მალავენ და რაღაც კონფიდენციალური ამბები ხდება", - განაცხადა ბესელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×