რეზონანსი
22.10.2020

ქუთაისში ბინების გადანაწილების პროცესს დევნილები აპროტესტებენ. დევნილთა სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსთან შეკრებილი მოქალაქეები სამინისტროს ბინების უკანონოდ გადანაწილებაში ადანაშაულებენ.

მათი თქმით, წლებია, ავარიულ შენობებში ცხოვრობენ, ბინას ელოდებიან, თუმცა მათი ბინით დაკმაყოფილება ვერც ამჯერად მოხდა. ისინი სამმართველოს კორუფციაში სდებენ ბრალს და აცხადებენ, რომ ბინები გარკვეული ქრთამის სანაცვლოდ გაიცემა. დევნილები სამინისტროსგან დროულ რეაგირებას მოითხოვენ.

დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ამ დროისთვის კომისია მუშაობს და კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×