რეზონანსი
22.10.2020

„საქართველოს ბანკში" არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ქობულეთში მათი ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს ბანკში განუცხადეს, სავარაუდოდ მანქანა სხვა კომპანიას ეკუთვნის.

„ეს არ არის „საქართველოს ბანკის" კუთვნილი ინკასაციის მანქანა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მანქანა ეკუთვნის კომპანია DDG-ს. დამატებითი დეტალებისთვის გთხოვთ, მიმართოთ შსს-ს", - განაცხადეს „საქართველოს ბანკში".

არსებული ინფორმაციით, ქობულეთში ერთ-ერთი საფინანსო კომპანიის ინკასატორი დააყაჩაღეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×