რეზონანსი
22.10.2020

შსს-ს აქვს უმთავრესი ამოცანა - დამნაშავე უმოკლეს ვადაში უნდა იყოს დაკავებული და ამისთვის მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო მოქმედებები. ყველა კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა, რომელიც აქვს შსს-ს, ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გამოყენებული, რათა მსგავსი დანაშაულის ჩამდენებს დაუსჯელობის შეგრძნება არ გაუჩნდეთ, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„გუშინ ზუგდიდში შექმნილი ურთულესი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა. რა თქმა უნდა, ის მიღწეული შედეგი, რომ მძევლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, ეს მხოლოდ პირველი რიგის ამოცანა იყო. შსს-ს აქვს უმთავრესი ამოცანა - დამნაშავე უმოკლეს ვადაში უნდა იყოს დაკავებული და ამისთვის მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო მოქმედებები. ყველა კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა, რომელიც აქვს შსს-ს, ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გამოყენებული, რათა მსგავსი დანაშაულის ჩამდენებს დაუსჯელობის შეგრძნება არ გაუჩნდეთ", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×