რეზონანსი
22.10.2020

გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკითხში პირბადის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, საყოველთაოდ ცნობილია რამდენად ეფექტიანია ნიღბის გამოყენება. მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას ჰიგიენის ელემენტარული წესების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„დღესაც გვქონდა ჩვენ საუბარი ეპიდემიოლოგებთან და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოსახლეობის 90% ატარებს პირბადეს, ნიღაბს, ინფიცირების გავრცელება 70%-ით მცირდება. ეს არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ვერავინ უფრო ეფექტიანი ინსტრუმენტი ვერ გამოიგონა, ვიდრე ნიღაბი, სოციალური დისტანცია და ელემენტალური ჰიგიენის წესების დაცვა, ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და დავიცვათ ეს წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში ინფიცირების ზრდა იქნება სწრაფი და მეტ ზიანს მიაყენებს როგორც ჩვენს ეკონომიკას, ასევე ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ, უკეთ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე, რამეთუ ისინი არიან რისკის ჯგუფში", - განაცხადა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×