რეზონანსი
22.10.2020

კორონავირუსით გარდაცვლილი 6 პაციენტიდან 5 აჭარაში გარდაიცვალა. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

როგორც უწყებაში განამარტეს, ინფიცირებულებს კორონავირუსთან ერთად, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ღვიძლის დაავადებები აღენიშნებოდათ და მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

აღნიშნული პაციენტები აჭარის სხვადასხვა კოვიდ კლინიკებში მკურნალობდნენ.

„81 წლის კაცი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში გარდაიცვალა, მას კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი აღენიშნებოდა.

ასევე, 49 წლის ქალიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, მას კოვიდ 19 -თან ერთად ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ანემია, აღენიშნებოდა.

მესამე გარდაცვლილიც, 40 წლის კაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, დიაგნოზით: კოვიდ 19, ცე ჰეპატიტი, ღვიძლის დაავადება.

ხოლო 66 წლის კაცი კლინიკა "მედინაში" მკურნალობდა, დიაგნოზით მიოკარდიუმის ინფარქტი, მძიმე სარქვლოვანი პათოლოგია.

მეხუთე გარდაცვლილი, 60 წლის კაცი კი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა, დიაგნოზით ორმხრივი მწვავე პნევმონია, გულის უკმარისობა",- აცხადებენ უწყებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×