რეზონანსი
22.10.2020

სომხური ფაშიზმის ხერხემალში გადატეხვით ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს რეგიონს დიდი უბედურებისა და ტრაგედიისგან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის ომბუდსმენთან, სერეფ მალკოჩთან შეხვედრაზე გაანცხადა.

მისივე თქმით, სომხეთმა განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმები განახორციელა, რაც ომის დანაშაულია.

„ვიცი, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში განჯაშიც ჩახვალთ. იქ საკუთარი თვალით ნახავთ, როგორ სასტიკ მტერთან გვაქვს საქმე. ისინი ბრძოლის ველზე ვერ გვამარცხებენ და ამის მიღწევას მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვით ცდილობენ. განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმები ომის დანაშაულია. სომხეთის ხელმძღვანელობა პასუხს აგებს ამ დანაშაულისთვის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს სომხური ფაშიზმის მტაცებლურ ხასიათს. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სომხური ფაშიზმის ხერხემალში გადატეხვით ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს რეგიონს დიდი უბედურებისა და ტრაგედიისგან," - აღნიშნა ალიევმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
სტატუს ქუო   (22.10.2020)
მიდით აზარებო, ბოლომდე მიაწექით.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×