რეზონანსი
22.10.2020

ყველაფერს ეცდებიან, რომ გადაიფაროს დავით გარეჯის თემა, რომელიც ქუხულივით გაისმა და არის დიდი რეზონანსი, - ამის თაობაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების მიერ ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალის დაყაჩაღების საკითხზე დასმული კითხვების პასუხად განაცხადა.

ვოლსკიმ დღეს ისიც თქვა, რომ "კრიმინალთან ბრძოლის მხრივ სტატისტიკა პოზიტიურად არის შეცვლილი და დინამიკა საუკეთესოა".

"წინა ხელისუფლების დროს ბანდიტიზმი გაჯეჯილებული იყო. ჩვენ დროს ასე არ არის! ყაჩაღობის ფაქტები რამდენიც გინდა, იმდენი იყო - 2006 წლიდან 2012 წლამდე სამჯერ მეტი იყო, ვიდრე არის 2013 წლიდან 2019-მდე. ეს არის ფაქტი და ამ სტატისტიკას ვერ წაუხვალთ!" - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზუგდიდში აღიკვეთა შედეგის მხრივ, დანაშაულის საშინელი პერსექტივა, ოპერაცია გრძელდება და არ დამთავრებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×