რეზონანსი
22.10.2020

„გვესმის, რომ დღეს „ქართულ ოცნებას" აქვს რეიტინგი, რომელიც გვაძლევს იმის პროგნოზირების საშუალებას, რომ „ქართულმა ოცნებამ" უნდა მართოს ქვეყანა შემდეგი 4 წლის განმავლობაში", - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური პროგრამა და არა პოლიტიკური ცრუ დაპირებები.

„ვიცი ოპონენტების საარჩევნო პროგრამები და რა თქმა უნდა, ვიცი, როგორია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა, მათ შორის ეკონომიკის მიმართულებით. ეს არის აბსოლუტურად რეალისტური პროგრამა და არა პოლიტიკური ცრუ დაპირებები. გვესმის, რომ დღეს „ქართულ ოცნებას" აქვს რეიტინგი, რომელიც გვაძლევს იმის პროგნოზირების საშუალებას, რომ „ქართულმა ოცნებამ" უნდა მართოს ქვეყანა შემდეგი 4 წლის განმავლობაში", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ პროგრამაში რეალისტური დაპირებები და ის დროშია გაწერილი.

„სხვა, უსაფუძვლო დაპირებები, რომლებსაც ვისმენთ ხოლმე, შეიძლება, ლამაზად მოსასმენია, მაგრამ განუხორციელებელია", - აღნიშნა მინისტრმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×