რეზონანსი
22.10.2020

ექსპერტები თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ სამხედრო ფორმით შემოსილ მძარცველს, რომელსაც ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა, იყო სრულად აღჭურვილი და აქვს როგორც სამხედრო განათლება, ასევე გამოცდილებაც. გარდა იარაღისა, თავდამსხმელი ხელყუმბარითაც იყო შეიარაღებული და ეს აჩენს კითხვას, რამდენად რეალური იყო მისი მუქარა ყუმბარის აფეთქების შესახებ.

სამხედრო ჟურნალისტი, ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელი ხელყუმბარას ვერ გამოიყენებდა და განმარტავს ერთ ნიუანსს:

„სავარაუდოდ, ის ცაცია არ იყო. მარჯვენა ხელში როცა ეჭირა ხელყუმბარა, ფაქტობრივად, ის ცეცხლსასროლ იარაღს ვერ გამოიყენებდა. ყუმბარის ხელში ჭერა ფიზიკურ მონაცემებზეა დამოკიდებული. რამდენიმე საათი ამას ვერ შეძლებს. მან რგოლი უბრალოდ გამოაძრო და შემდეგ ისევ გაუკეთა. მძევლები ისე ახლოს ჰყავდა, მათ შეეძლოთ მისი მოგერიება, თუმცა ეს ბუნებრივია, დიდ რისკთან იყო დაკავშირებული“, - განუცხადა "პრაიმტაიმს" ალადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×