რეზონანსი
22.10.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სავარაუდოდ, ქვეყანაშიგრიპის ვირუსის შემთხვევები ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაფიქსირდება. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კვირას, 25 ოქტომბერს ქვეყანაში შემოვა გრიპის დამატებით 77 ათასი ვაქცინა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილდება.

ამასთან, გამყრელიძის განმარტებით, ნოემბრის 3-4 რიცხვში შემოვა გრიპის ვაქცინის კიდევ 10 ათასი დამატებითი დოზა, რაც სახელმწიფომ შეიძინა, ხოლო ნოემბრის შუა რიცხვებში კიდევ 23 ათასი.

ამირან გამყრელიძის ცნობით, კერძო სექტორსაც ექნება დამატებით 40 ათასი დოზა.

„ჩვენ უკვე 3 კვირაა, დავიწყეთ გრიპისა და რესპირაციული ვირუსების მონიტორინგი. ცირკულაციაში ჩანს ჯერჯერობით რინოვირუსი და თავისთავად კოვიდი. ჯერჯერობით ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა, ველით, რომ ალბათ, ნოემბრის შუა რიცხვებიდან იქნება. პირველი პარტია, 25 ათასი ვაქცინა შემოვიტანეთ. დიდი რისკ ჯგუფებიდან ავარჩიეთ პირველი მაღალი რისკ ჯგფუფები, როგორიც გახლავთ ორსულები, ბაღის აღმზრდელები, შიდსით ინფიცირებულები, C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი ადამიანები, მოხუცთა და ბავშვთა სახლები. ვაქცინა განაწილებულია და ყველა მუნიპალიტეტში არის, მაგრამ სამწუხაროდ, 10 დღეზე მეტი გავიდა და აცრილია დღეისთვის მხოლოდ 5 ათასი ადამიანი.

კვირას, გვიან ჩამოვა კიდევ გრიპის დამატებით 77 ათასი ვაქცინის დოზა, 4 კომპონენტიანი, რომელიც განაწილდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და ოთხშაბათისთვის თბილისშიც განაწილდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილება დამთავრდება ორშაბათსა და სამშაბათს. უკვე დიდი რისკ ჯგფუფები აიცრებიან, ესენია არიან 65 წელს ზემოთ ხანდაზმულები, ვისაც აქვს გულის და ფილტვების ქრონიკული დაავადებები, დაიაბეტი, სამედიცინო პერსონალი და დაიწყება ამ კონტინგენტის აცრა. თვის ბოლოს, ნოემბრის 3-4 რიცხვში შემოვა კიდევ 10 ათასი დამატებითი დოზა, რაც სახელმწიფომ შეიძინა, ხოლო ნოემბრის შუა რიცხვებში კიდევ 23 ათასი დოზა. გარდა ამისა, მაქვს ინფორმაცია კერძო სექტორიდან, რომ მათ ექნებათ დამატებით 40 ათასი დოზა, ამიტომ, ვფიქრობ, ოქტომბრის ბოლო, ნოემბრის თვე იქნება აქტიური გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პერიოდი, თუმცა გრიპზე აცრა შეიძლება მთელი სეზონის განმავლობაში", - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×