რეზონანსი
22.10.2020

დიახ, რა თქმა უნდა, მშვიდობა რეგიონში სიტუაციას მთლიანად შეცვლის. მე იმედი მაქვს, რომ კავკასიის სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერიოდს ვიხილავ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ახლა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დონე ძალიან მაღალია.

"ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და შესანიშნავი კავშირები გვაქვს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასთან", - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ილჰამ ალიევის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთს მხარს უჭერენ და კარგი მეგობრები და მეზობლები არიან.

"ნახეთ, რამდენი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად, ნავთობის ტრანსპორტირება, გაზის ტრანსპორტირება, ელექტროენერგიის ტრანსპორტირება, სარკინიგზო კომუნიკაცია, ბაქო-თბილისი-ყარსი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზერუმი, TANAP და მრავალი სხვა პროექტი. აზერბაიჯანი, ჩემი აზრით , არის სიდიდით პირველი ან მეორე ინვესტორი საქართველოში თურქეთთან ერთად, გადასახადის პირველი ან მეორე უმსხვილესი გადამხდელი", - დასძინა ალიევმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×