რეზონანსი
22.10.2020

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თანხა, რომელიც მძევალს გადასცეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ იყო და ის „საქართველოს ბანკმა" გადაიხადა.

„ბიუჯეტის თანხა ნამდვილად არ არის, „საქართველოს ბანკის" თანხაა. ეს ასე ხდება, ყველგან ხდება, მსოფლიოში ასე ხდება, როცა ბანკში შედიან და იყვანენ მძევლებს.... ყველამ იცის და მეკითხებით - „თიბისი ბანკი" ხომ არ გადაიხდის, „საქართველოს ბანკში" იყო ხალხი შესული?", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში გომელაურმა.

კითვაზე, ჰყავდა თუ არა, ბანკზე თავდამსხმელს თანამზრახველები, შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხობს, რომ გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.

„ვინ თქვა, რომ მარტო იყო ან ვინ თქვა, რომ მარტო არ იყო? გამოძიება ყველა მიმართულებაზე მუშაობს რა თქმა უნდა", - განაცხადა გომელაურმა.

კითხვაზე, იდენტიფიცირებულია თუ არა თავდამსხმელი, ან იმყოფება თუ არა ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, აცხადებს, რომ „ამაზე ვერ გასცემს პასუხს, რადგან გამოძიება მიდის".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
დათუნია   (22.10.2020)
მძევალს კი არა ყაჩაღს გადასცეს, წერა კითხვის მცოდნე ჟურნალისტებო :)


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×