რეზონანსი
22.10.2020

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „საქართველოს ბანკში" შეჭრილი შეიარაღებული პირის შესაძლო თანამზრახველებთან დაკავშირებით ბევრი ვერსია ვრცელდება, თუმცა მ ეტაპზე ვერაფერს დაადასტურებს.

გომელაური ამბობს, რომ გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.

„ძალიან ბევრი ვერსია გავრცელდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ვერ დავადასტურებ. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, შეიძლება, 43 ადამიანში ათი იყო მისი თანამზრახველი, ვერავინ იტყვის, იყო თუ არა. გამოძიება მიმდინარეობს, არ შეიძლება წინასწარ ადამიანების ბრალდება, დააბრალო რაღაც, რომელიც არ იცი მტკიცებულებით ფორმაში. აქედან გამომდინარე, ამაზე კომენტარს ვერ გავკეთებ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კითხვაზე, დავით ხვიბლიანი არის თუ არა პირი, რომელიც შესაძლოა, თავდამსხმელის თანამოაზრე იყოს, გომელაური პასუხობს, რომ ის 43 პირს შორის ერთ-ერთი მძევალი იყო.

„დავით ხვიბლიანი იყო მძევალი, ერთ-ერთი მძევალი 43 ადამიანში. გამოძიების დეტალებზე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (22.10.2020)
მალე იმდენს ისაუბრებ, ვერ გაგაჩერებენ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×